"კამპ ნოუზე" ადამას დებიუტი შედგა

  • 24-11-2013, 12:39
  • "კამპ ნოუზე" ადამას დებიუტი შედგა

    გუშინ, ადამა ტრაორემ თითოეული "ლა მასიელის" ოცნება აიხდინა და პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად, "ბლაუგრანას" მაისურით,  "კამპ ნოუზე" პირველად წარსდგა. ახალგაზრდა მოთამაშე მოედანზე 81-ე წუთზე ნეიმარის ნაცვლად გამოვიდა და 87-ე წუთზე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა.

    კატალონიაში დაბადებულმა, წარმოშობით მალელმა ფეხბურთელმა მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა: "ლა მასიაში" გატარებული წლების შემდეგ, ეს უდიდესი ბედნიერებაა. ამ ფეხბურთელებთან თამაში კი ძალიან ადვილია, რადგან ისინი დამატებით თავდაჯერებას გმატებენ."

    ახალგაზრდა ფეხბურთელზე კომენტარი ტატა მარტინომაც გააკეთა: "ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის პირველ გუნდში თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვარჯიშებზე ჩვენ ადამას შესაძლებლობები დავინახეთ და სათადარიგოთა სკამზე დავსვით, ბოლოს კი რანდენიმე წუთით თამაშის საშუალებიაც მივეცით."


    წარმოგიდგენთ 5 ფეხბურთელს, რომელთა დებიუტიც ლა ლიგაზე ადრეულ ასაკში შედგა:

    1. ვისენჩ მარტინესი

    16 წლის, 10 თვისა და 5 დღის. დებიუტი: 1941 წლის 19 ოქტომბერი: "რეალ მადრიდი" - "ბარსა" (4-3)

    2. რამონ პარერა

    16 წლის, 11 თვისა და 30 დღის. დებიუტი: 1929 წლის 10 მარტი: "ატლეტიკო" - "ბარსა" (4-1)

    3. ბოიან კრკიჩი

    17 წლისა და 18 დღის. დებიუტი: 2007 წლის 16 სექტემბერი: "ოსასუნა" - "ბარსა" (0-0)

    4. მარკ მუნიესა

    17 წლის, 1 თვისა და 21 დღის. დებიუტი: 2009 წლის 23 მაისი: "ბარსა" - "ოსასუნა" (0-1)

    5. ლეო მესი

    17 წლის, 3 თვისა და 22 დღის. დებიუტი: 2004 წლის 16 ოქტომბერი: "ესპანიოლი" - "ბარსა" (0-1)

     

     

     

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge