ვალდანო: "ტრავმის გამო მესი "ოქროს ბურთისათვის" ბრძოლას გამოეთიშა"

ვალდანო: "ტრავმის გამო მესი "ოქროს ბურთისათვის" ბრძოლას გამოეთიშა"

 მადრიდის "რეალის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს შორის პარალელი გაავლო და ფავორიტებზე ისაუბრა. კრიშტიანუ რონალდუსა და ფრანკ რიბერის შედარებისას, ვალდანომ უპირატესობა პორტუგალიელს მიანიჭა. 
"ამჟამად "ოქროს ბურთის" მოგების მთავარ პრეტენდენტად, კრიშტიანუ რონალდუს ვთვლი. ლიონელ მესი მიღებული ტრავმის შემდეგ ფაქტიურად ვერ იბრძვის "ოქროს ბურთისათვის". რაც შეეხება ფრანკ რიბერის, ის ხმელეთის ადამიანია, კრიშტიანუ რონალდუ კი ექსტრაორდინალურია." - განაცხდა, ვალდანომ. 

ამის გარდა ვალდანომ განაცხადა, რომ  არც თუ ისე დიდი ხნის წინ,  არგენტინელმა ჟურნალისტებმა არასწორად დაწერეს მისი ინტერვიუ: "მე არ მითქვამს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესის შემდეგ, ტრავმირებული ლიონელ მესია. ჩემი სიტყვები არასწორად გადმოსცეს." - თქვა, ვალდანომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.