"ბარსელონას" ფეხბურთელები რეკლამებში: კარლეს პუიოლი

"ბარსელონას" ფეხბურთელები რეკლამებში: კარლეს პუიოლი

დანაპირების თანახმად გთავაზობთ კარლეს პუიოლის მიერ გადაღებულ რეკლამებს. სამწუხაროდ მას ვიდეო რგოლების მცირე რაოდენობაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ რეკლამების ბოლოს თქვენ გელით სიურპრიზი, რომელიც ნამდვილად მივა თქვენი გულის სიღრმემდე და ნამდვილ "ბარსას" ფანს შეიძლება ცრემლებიც კი წამოსცვივდეს.

ეს გახლავთ Nike–ის რეკლამა, სადაც კარლეს პუიოლთან ერთად მონაწილეობენ: ანდრეს ინიესტა, სერხიო რამოსი, ცესკ ფაბრეგასი და ფერნანდო ტორესი.

ამ რეკლამაში პუიოლთან ერთად მონაწილეობენ: ფერნანდო ტორესი, ცესკ ფაბრეგასი და სერხიო რამოსი. ტორესი ამბობს: "ფეხბურთი არის ისეთი სპორტი, სადაც შენ გექნება ცუდი და კარგი მომენტები. მთავარია, სიამოვნება მიიღო კარგი მომენტებით და გადალახო ცუდი მომენტები." ფაბრეგასი ამბობს: "შენ უნდა განაგრძო ვარჯიში და არ უნდა დანებდე". პუიოლი ამბობს: "წარმატების საიდუმლო არის ვარჯიში; შენ ეს შეგიძლია". რამოსი ამბობს: "შენ უნდა იბრძოლო იმისთვის, რაც გიყვარს." 

"ბარსელონას" თითქმის ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა თურქული ავიახაზების რეკლამაში. "პუი" თავის თანაგუნდელებს არ გამოაკლდა და ვიდეო რგოლში მანაც მიიღო მონაწილეობა.

ახლა კი ის სიურპრიზი რაზეც ზევით მოგახსენეთ. გთავაზობთ კარლეს პუიოლის კარიერაში საუკეთესო მომენტებს.

აი კარლეს პუიოლიც დავასრულეთ. იმედია ისიამოვნეთ. რაც ასეთი სახის სიახლეების დადება დავიწყე, კომენტარებში ძალიან ბევრი ითხოვდა ერთი უდიდესი ფეხბურთელის რეკლამებს, მეც გადავწყვიტე მათი თხოვნა ავასრულო და სიაში შემდეგი რონალდინიო გაუჩოა  smile

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.