მესი "ოქროს ბუცს" ხვალ ჩაიბარებს

  • 19-11-2013, 11:34
  • მესი "ოქროს ბუცს" ხვალ ჩაიბარებს

    "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის კუთვნილ "ოქროს ბუცს" ხვალ გადასცემენ. აღნიშნული პრიზი "ბარსას" ათიანმა 2012-13 წლების სეზონის შედეგების გათვალისწინებით დაიმსახურა.

    "ოქროს ბუცი" სეზონის მიხედვით ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირებს გადაეცემათ. ლა ლიგის გასულ გათამაშებაში, მესიმ 46 ბურთი გაიტანა და ბუნებრივია, მან ყველას აჯობა.

    "ოქროს ბუცი", რომელსაც ევროპული სპორტული გამოცემები (ESM) გადასცემს, მესიმ მესამედ მოიგო. აქამდე, მას ეს ჯილდო 2009-10 და 2011-12 წლებში ჰქონდა მიღებული.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge