ნეიმარი ბრაზილიაში ყველაზე პოპულარულია

ნეიმარი ბრაზილიაში ყველაზე პოპულარულია

"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, თავის სამშობლოში, ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად ითვლება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Stochos Sports & Entertainmentand-ის კვლევის შედეგები O'Globo-ში გამოქვეყნდა.

გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ ნეიმარი ბრაზილიაში ყველაზე პოპულარულია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გულშემატკივართა რაოდენობას არც ლიონელ მესი და "ბარსელონა" განიცდიან.

კვლევაში, რომელიც 25 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა, მონაწილეობა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელმა 16-დან 65 წლამდე ადამიანმა მიიღო.

ნეიმარმა გამოკითხულთა 32.1% მიიღო. მე-2 ადგილზე "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლიონელ მესი გავიდა, რომელიც ბრაზილიელთა 9.1%-ის ფავორიტია. "ბარსას" კიდევ ერთ ლეგენდას, რონალდინიოს წილად 8.1% ხვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.