„ბარსა“-„მილანი“ - იცით თუ არა, რომ...

„ბარსა“-„მილანი“ - იცით თუ არა, რომ...

"ბარსელონასა" და "მილანს" შორის გასამართი მატჩის წინ გთავაზობთ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს.

  • მოგების შემთხვევაში "ბარსელონა" 1/8 ფინალში თამაშის უფლებას ოფიციალურად მოიპოვებს.
  • "კამპ ნოუზე" გამართულ 7 თამაშში "მილანმა" მხოლოდ ერთხელ მოიგო. ოთხ შემთხვევაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "კამპ ნოუზე" ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო მატჩში "ბარსელონამ" "მილანი" 4:0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), ვილიამ და ალბამ გაიტანეს.
  • იტალიურ გუნდებთან საკუთარ კედლებში გამართულ მატჩებში "ბარსელონას" მონაგარი ასეთია: 12 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი.
  • "სან სიროზე" ჩატარებული თამაშის შემდეგ, "მილანმა", იტალიის ჩემპიონატის 3 მატჩიდან 2 წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.
  • "კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული ბოლო 23 თამაშიდან "ბარსელონამ" მხოლოდ 1 წააგო.
  • დღეს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო თამაშს გამოტოვებენ.
  • ალექსის სანჩესმა, კლუბსა და ანკრებში ჩატარებულ ბოლო 7 თამაშში 8 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.