მარტინო:" "მილანს" დაცვაში ჩაკეტვის საშუალება არ უნდა მივცეთ"

მარტინო:" "მილანს" დაცვაში ჩაკეტვის საშუალება არ უნდა მივცეთ"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ "მილანთან" შეხვედრის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა. 

"ხვალ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვიცით და შეგვიძლია. ჩვენ კარგად უნდა ვიმოძრავოთ და არ მივცეთ საშუალება "მილანს", რომ ჩადგეს კარებში, რადგან ასე გუნდის დამარცხება რთული იქნება."

"არ ვფიქრობ, რომ "მილანი" ამ მატჩს ცუდი ფორმით ხვდება, ვიდრე "ბარსელონა". ჩვენ ერთი და იგივე დონეზე ვართ. მე ყოველთვის დაძაბული ვუსმენ კრიტიკას, როდესაც ხალხი იძახის, რომ რომელიმე დიდი კლუბი კრიზისს განიცდის. "მილანს" უდიდესი ისტორია აქვს და შესანიშანვი გუნდია. შეიძლება მათ საუკეთესო დღეები არ აქვს, მაგრამ ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ."

"აუცილებელია, რომ დარჩენილ მატჩებში გავიმარჯვოთ და ენერგია შემოვინახოთ." - დაასრულა მარტინომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.