პიკე: „ჩვენ რომ „რეალივით“ მხოლოდ 2 ტიტული მოგვეგო...“

პიკე: „ჩვენ რომ „რეალივით“ მხოლოდ 2 ტიტული მოგვეგო...“

კატალონიური დერბის მინიმალური სხვაობით მოგების შემდეგ, "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ Barca TV-სთან რამდენიმე საინტერესო და აქტუალურ საკითხზე ისაუბრა. "ბარსას" მე-3 ნომერი გუნდის კრიტიკას არ ეთანხმება და გულშემატკივრებს ახსენებს, რომ კატალონიელთა ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ბოლო 5 წლის განმავლობაში, თავის მოსაწონი მხოლოდ ერთი ლა ლიგა და ერთიც ესპანეთის თასი აქვს.

"გულშემატკივრები "ბარსელონასგან" უფრო მეტს ითხოვენ, რადგან დიდი კლუბი ვართ. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, თამაში ყოველ სამ დღეში ერთხელ გვიწევს. გუნდს შეხვედრების ჩატარება ხშირად უწევს და ზოგჯერ ხდება, რომ მოგებისთვის დიდი ენერგიის გაღებაა საჭირო. თუმცა, მთავარი მოგებაა. აქამდე, "ბარსელონას" ასეთი შედეგი არასდროს ჰქონია. ჩვენ საკითხს პრაქტიკულად ვუდგებით. დღეს კარგად არ გვითამაშია, მაგრამ კარგად გამოვიყურებით საერთო ჯამში. პრაქტიკული მიდგომებით სუპერთასი მოვიგეთ და ჩვენს მუზეუმს ერთით მეტი ტიტული ამშვენებს. ყველაზე მთავარი მოგებაა და არ აქვს მნიშვნელობა, სხვა რა ხდება."

"ესპანიოლს", ჩვენს წინ, კარგი ფეხბურთელების დაკომპლექტებული 2 ზოლი ჰქონდა. ზოგჯერ, გოლი მე-5 წუთზე გაგაქვს და 5:0 იგებ, მაგრამ დღეს ასე არ მოხდა."

"დროთა განმავლობაში და ახალ მწვრთნელთან ერთად, თამაშის ძველი სტილი იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც ადრე. ჩვენი მთავარი მიზანი მოგებაა და თუ შესაძლებელია, ამას ლამაზად ვაკეთებთ. გუარდიოლას გუნდთან შედარება არ გვნებს, მაგრამ ხალხს ხშირად მოჰყავს "რეალის" მაგალითი. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, "რეალის" მსგავსად, მხოლოდ ერთი ლა ლიგა და ერთიც ესპანეთის თასი რომ მოგვეგო."

"მესის გოლი 4 თამაშია არ გაუტანია, მაგრამ ის გუნდს დიდ დახმარებას უწევს. ლეო თანაგუნდელებს სივრცეებს უქმნის. ის გატანასაც დაიწყებს."

"ალექსისი იღიმის და ის ბედნიერია. მას ნდობა უნდა გამოვუცხადოთ. "კამპ ნოუზე" მომთხოვნი აუდიტორია იკრიბება და ზოგი ფეხბურთელი ამას ვერ უძლებს. სანჩესმა გამოწვევას გაუძლო და ნდობა მოიპოვა. შედეგად, მან გოლების გატანა დაიწყო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.