"ბარსელონა"-ესპანიოლი" - საინტერესო ფაქტები

"ბარსელონა"-ესპანიოლი" - საინტერესო ფაქტები

"ბარსელონასა" და "ესპანიოლს" შორის გასამართი მატჩის წინ, გთავაზობთ შეხვედრის საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს და შეგახსენებთ, რომ კატალონიური დერბი დღეს, 00:00 საათზე გაიმართება.

  • კატალონიური დერბი 159-ჯერ გამართულა. "ბარსამ" 89-ჯერ მოიგო, "ესპანიოლმა" - 34-ჯერ, ხოლო 36 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "კამპ ნოუზე", მასპინძლებს 61 მოგება, 10 ფრე და 9 წაგება აქვს.
  • მოქმედ ფეხბურთელთაგან, ყველაზე მეტ დერბიში მონაწილეობა ჩავი ერნანდესს მიუღია. "ესპანიოლს" პირველად ის 1998-99 წლების სეზონში დაუპირისპირდა, როდესაც "ბარსამ" 3:0 მოიგო.
  • ჩავი "კამპ ნოუზე" გამართული ბოლო 18 დერბის განაცხადში იყო. მან 15-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. ამ 18 თამაშიდან 13 "ბარსამ" მოიგო, 4 ფრედ დასრულდა და "ესპანიოლმა" გამარჯვებას მხოლოდ ერთხელ მიაღწია.
  • "კამპ ნოუზე", "ესპანიოლის" წინააღმდეგ, ინიესტას და პუიოლს ათ-ათჯერ უთამაშიათ, ვალდესს - 9-ჯერ, ხოლო მესის - 8-ჯერ.
  • მესის, კატალონიურ დერბიში "კამპ ნოუზე" დებიუტი 2006-07 წლების სეზონში ჰქონდა. 2:2 დასრულებულ შეხვედრაში ორივე გოლი არგენტინელმა გაიტანა. მას შემდეგ, მესიმ "ესპანიოლის" კარი კიდევ 5-ჯერ აიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.