"რეალმა" "ბარსას" გაშვებული ბურთებით გადაასწრო - მადლობა "სევილიას"

"რეალმა" "ბარსას" გაშვებული ბურთებით გადაასწრო - მადლობა "სევილიას"

80 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონას", ლა ლიგაში, "რეალზე" ნაკლები გოლი ჰქონდა გაშვებული. დღეს, კატალონიელების მიერ ესპანეთის ჩემპიონატში გაშვებული გოლების ჯამი 3001 უდრის, ხოლო "რეალს" 3003 ბურთი აქვს გაშვებული. ამ ისტორიული გადასწრებისთვის "ბარსასგან" მადლობა "სევილიას" ეკუთვნის, რომელმაც "სამეფო გუნდს" 3-ჯერ გაუტანა.

ლა ლიგის მე-11 ტურამდე, "რეალს" ჩემპიონატის ისტორიაში 3000 გოლი ჰქონდა გაშვებული. მადრიდელთა მიერ გაშვებული ბურთები ალექსის სანჩესმა დაამრგვალა, რომელმაც თავი "ელ კლასიკოში" გამოიჩინა. იმავე ტურამდე, "ბარსას" 3001 გოლი ჰქონდა გაშვებული. მე-11 ტურში, ვიქტორ ვალდესმა კარი მშრალად შეინახა, ხოლო "რეალმა", საკუთარ კედლებში, "სევილიასთან" 3 ბურთი გაუშვა.

უკანასკნელად შემთხვევა, როდესაც "ბარსას" ლა ლიგაში უფრო ნაკლები გოლი ჰქონდა გაშვებული, ვიდრე "რეალს", 1930-31 წლების სეზონის მე-9 ტურში იყო დაფიქსირებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.