"ბარსელონამ" 150 მილიონიანი კრედიტი აიღო

  • 7-07-2010, 04:34
  • "ბარსელონამ" 150 მილიონიანი კრედიტი აიღო

    მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ჩემპიონთა ახალმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ისაუბრა კლუბის ფინანსებთან დაკავშირებით და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს შეეხო. ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით კლუბმა 150 მილიონი ევრო კრედიტის სახით აიღო, რომელიც მათ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად დაეხმარებათ.

    "ჩვენ არ გვაქვს სერიოზული პრობლემა ფინანსური თვალსაზრისით და ეს კლუბის სტაბილურობის ძირითადი გარანტიაა." განაცხადა დონ სანდრომ რადიო RAC1-თან საუბრისას.

    სანდრო როსელმა პრეზიდენტის სავარძელი ამა წლის ივნისში გადაიბარა და როგორც ჩანს არც მას აკლია მოტივაცია და ამბიციები წინა პრეზიდენტის მსგავსად. მას ყველა იმედის თვალით შესცქერის და ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

    "უკვე გვქონდა შეხვედრები კლუბის კრედიტორებთან და სპონსორებთან, მომავალ კვირაში კი ხელფასებს ჩვეულებრივ გავცემთ ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისათვის."

    როსელის თქმით მან სამხრეთ აფრიკაში რემოდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა: "მე შევხვდი რამდენიმე პიროვნებას მსოფლიო ფეხბურთის ელიტიდან."

    "ბარსელონას" ანგარიშზე უკვე ჩაირიცხა 24 მილიონი ევრო, რომელიც კლუბმა კოტ დ'ივუარელი იაია ტურეს გაყიდვით მიიღო, ხოლო ჩიგრინსკის საფასურს - 15 მილიონ ევროს კლუბი რამდენიმე დღეში მიიღებს. კლუბმა უკვე გადაიხადა 40 მილიონი ევრო ვილიას ტრანსფერში და იმედოვნებს, რომ ფაბრეგასის ტრანსფერიც წარმატებულად ჩაივლის, ხოლო შემდეგი წელი უფრო წარმატებული იქნება ვიდრე წინა.

    "ყველამ კარგად იცის, რომ ფაბრეგასს "ბარსელონაში" გადმოსვლა ძალიან სურს, ისიც კარგადაა ცნობილი ჩვენ მის გადმოყვანას რა დიდ ენარგიას და ძალისხმევას ვახარჯავთ, თუმცა არალოგიკური ფასის გადახდა ნებისმიერ ფეხბურთელში სისულელეა, ფაბრეგასის დღევანდელი ფასი მაქსიმუმ 50 მილიონი ევროა." დაამატა 46 წლის სანდრო როსელმა.

    http://www.soccerway.com/

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge