გრონდონა: "მარადონას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა იგი გუნდს"

  • 6-07-2010, 22:35
  • არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ხულიო გრონდონამ განაცხადა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა არ იქნება განთავისუფლებული თანამდებობიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხის გამო, იტყობინება Channel3. შეგახსენებთ, რომ მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ, თვითონ მარადონამ განაცხადა, რომ მისი დრო ამოიწურა და რომ იგი გუნდს დატოვებს.

    "გადაწყვეტილებას დარჩენის თაობაზე მიიღებს მხოლოდ მარადონა. მისი კონტრაქტი ასოციაციასთან, ჯერ არ ამოწურულა და ჩვენ მის დარღვევას არ ვაპირებთ. დონ დიეგო ერთ–ერთი ისეთი ადამიანია არგენტინაში, რომელზეც ცუდს არავინ იტყვის. იგი ნამდვილი პატრიოტია და უყვარს თავისი სამშობლო." განაცხადა გრონდონამ.

    შეგახსენებთ, რომ 49 წლის მარადონა არგენტინის ნაკრებს სათავეში 2008 წელს ჩაუდგა.

    წყარო: soccer.ru 

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge