მარადონამ პრეზიდენტის მიწვევაზე უარი განაცხადა

  • 6-07-2010, 20:22
  • მარადონამ პრეზიდენტის მიწვევაზე უარი განაცხადა
    დიეგო არმანდო მარადონამ და არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა უარი განაცხადეს არგენტინის პრეზიდენტ ქრისტინა კირშნერის მიწვევაზე. ქალბატონმა პრეზიდენტმა ქვეყნის ეროვნული ნაკრების ყველა წევრისათვის საპატიო მიღების გამართვა გადაწყვიტვა. დიეგომ და მისმა შეგირდებმა გერმანიასთან ჩატარებული უსუსური მატჩის შემდეგ თავი ღირსად არ ჩათვალეს ვარდისფერ სასახლეს (პრეზიდენტის სასახლის სახელწოდება არგენტინაში) წვეოდნენ. ქვეყნის მეთაურმა, რომელმაც 2003 წელს ამ თანამდებობაზე მისი მეუღლე ნესტორ კირშნერი შეცვალა, ტელეფონით დაურეკა მატჩის შემდეგ დიეგო მარადონას და გამამხნევებელი სიტყვები არ დაიშურა. "ეს ხომ სპორტია და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს დონ დიეგო."
    "ის ძალიან კარგი პიროვნება და პრეზიდენტია, ის რთულ მომენტებში ყოველთვის გვერდში უდგას არგენტინელ ხალხს." განაცხადა არგენტინის ქალაქ სან მიგელის ერთ-ერთ გარეუბანში მყოფმა "ფეხბურთის ღმერთმა."

    "მათი ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ ეს სპორტია და ასეთი თვითგვემა არაა მართალი, ცხოვრება გრძელდება და გაუმარჯოს არგენტინას." განაცხადა ქრისტინა კირშნერმა. "გერმანიასთან მატჩის შემდეგ მთელი არგენტინა ძალიან დამწუხრებული იყო, თუმცა ყველაფერი წინაა და ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიჭისა და შრომის იმედი."

    ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა ნებისმიერი პიროვნებისგან ძალიან დასაფასებელია, მითუმეტეს ქვეყნის პრეზიდენტისგან.

    "ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მე მას დავუძახე, თუმცა მან პასუხი ვერ გამცა, რადგან ის ტიროდა.

    არავინ იმდენ ემოციას არ დებს მინდორზე მწვრთნელებიდან რამდენსაც მარადონა, მან იბრძოლა და ამჯერად დამარცხდა. მიუხედავად ამისა ის მუდამ სათაყვანებელ პიროვნებად დარჩება, 4 გოლის გაშვების შემდეგაც კი მაყურებლები სკანდირებდნენ: დიეგოოო! დიეგოოო! ოლე ოლე!. 

    ის ხომ დიეგოა ერთადერთი და განუმეორებელი ჩვენი ერისათვის." დასძინა პრეზიდენტმა.

    თავად დიეგო ძალიან გულგატეხილია და გადადგომას აპირებს: "მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და ვფიქრობ შესაძლებლობები ამოვწურე."

    www.soccerway.com

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge