"ბარსას" გეგმა აქვს მესუთ ოზილის გადმოსაბირებლად

  • 6-07-2010, 19:03
  •  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვსაუბრობთ "ბარსელონას" ინტერესზე მესუთ ოზილის მიმართ, მაგრამ ახლა უკვე ახალი ინფორმაცია გავრცელდა...

     ახალგაზრდა გერმანელის მომავალს კვლავ "ნოუ კამპს" უკავშირებენ. რა თქმა უნდა, ამ ბიჭმა მუნდიალზე უკვე დაამტკიცა, რომ ბევრი რამის გაკეთება იდეალურად შეუძლია, მაგრამ ბევრს სურს, რომ მისი საკლუბო კარიერაც ასეთივე ტემპით გაგრძელდეს.

     იტალიურმა ყოველდღიურმა გამოცემამ, "Tuttosport"-მა დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც სრულიად ლოგიკურია. მათი ცნობით, კატალონიური კლუბი შეიძენს ამ ფეხბურთელს და დატოვებს "ვერდერში" კიდევ ერთი სეზონით. ამით "ბარსელონა" თავს დაიზღვევს და დარწმუნებული იქნება, რომ ოზილი უფრო "დაღვინდება" , მეტ გამოცდილებას შეიძენს და მისი გაზრდილი ფასის გადახდაც არ მოუწევს. ბრემენული კლუბი 20 მილიონ ევროს მიიღებს, თანაც კიდევ ერთი წლით დატკბება გერმანელი ვუნდერკინდის თამაშით.

     აღსანიშნავია ისიც, რომ ოზილს დღევანდელ კლუბთან კონტრაქტი 2011 წლის 30 ივნისს ეწურება. "ვერდერში" უკვე იციან, რომ თუ ფეხბურთელს წელს არ გაყიდიან, მაშინ მომავალ სეზონში მესუთს თავისუფალი აგენტის სტატუსით, სხვა კლუბში წასვლის შანსი მიეცემა. ამ შემთხვევაში, "ვერდერი" ერთ ევროსაც კი ვერ მიიღებს. გერმანელები იმასაც ხვდებიან, რომ თუ ოზილი პროგრესს განაგრძობს, მომავალში მისი სატრანსფერო თანხა საგრძნობლად მოიმატებს.

    წყარო: www.sport.es 

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge