როსელი:"პეპთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია"

  • 6-07-2010, 18:13
  •  "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლასთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლო მომავალში მწვრთნელი კონტრაქტს(2+1) გააფორმებს.
     სანდრომ დღეს განაცხადა, რომ უკრაინელი მცველის, დიმიტრი ჩიგრინსკის სანაცვლოდ კატალონიური კლუბი 15 მილიონ ევროს მიიღებს: "ეს ოპერაცია აუცილებელი იყო კლუბისთვის. ამ ტრანსფერის წყალობით რამდენიმე წვრილმან პრობლემას მოვაგვარებთ. სამწვრთნელო შტაბი ამ მოვლენას გაგებით მოეკიდა, რასაც დიდად ვაფასებთ. ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება დღესდღეობით პრიორიტეტულია."

     გვარდიოლას საკითხი მოგვარებულია
     პრეზიდენტმა განიხილა პეპ გვარდიოლასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხი: "ჩვენ უკვე მივაღწიეთ სიტყვიერ შეთანხმებას, ახლა კლუბი და პეპის ადვოკატი საბოლოო საკითხებს წყვეტენ." სანდრომ დასძინა, რომ კონტრაქტი იქნება ორწლიანი, პლიუს ერთი წელი ნებაყოფლობით. ამასთან ერთად, "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის პოზიციას შეინარჩუნებს ლუის ენრიკე.

     სესკ ფაბრეგასი
     როსელი სიფრთხილის გამოჩენას აპირებს სესკ ფაბრეგასის ტრანსფერში: "ასეთ საკითხებში დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მივიღოთ. მაგალითად დიმიტრი ჩიგრინსკი, რომელიც ერთი წლის წინ გადმოვიდა "ბარსელონაში", მაგრამ დღეს საპირისპირო ტრანსფერის განხორციელება მოგვიხდა, მგარამ სესკის შემთხვევა განსხვავებულია და სამხრეთ აფრიკაში ჩასვლისთანავე ვეცდები მასთან გასაუბრებას."
     "ეს ტრანსფერი უკვე ძალიან აბურდულია, რადგან კატალონიური კლუბისგან ყველანი საკმარისზე მეტი თანხის გადახდას ელიან და ეს ძალიან ცუდია. ყველამ ვიცით, რომ თავად ფეხბურთელს ძალიან უნდა "ბარსაში" გადმოსვლა და ასეაა მთავარი." პრეზიდენტმა მტკიცედ უარყო იმის შესაძლებლობა, რომ კატალონიელ ნახევარმცველში 60 ან 50 მილიონ ევროს გადაიხდიან.

     მარკესი, იბრაგიმოვიჩი, ტურე

     რაფა მარკესთან დაკავშირებით, სანდრომ განაცხადა: "მის წარმომადგენლებს სურთ ჩვენი ნახვა. არ ვიცი რატომ, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ მაინც შევხვდებით მათ." იბრაგიმოვიჩის შემთხვევაზე როსელმა თქვა, რომ შვედი ფორვარდის გადაბირების მცდელობა რამდენიმე კლუბს ჰქონდა, მაგრამ პეპ გვარდიოლა ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს: "პეპ გვარდიოლა შემდეგ სეზონში ზლატან იბრაგიმოვიჩის საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს. შვედი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია ჩვენს კლუბში." იაია ტურეს ტრანსფერთან დაკავშირებით, როსელმა განაცხადა: "მას არ უნდოდა წასლვა. არ ვიცი, ვინ აიძულა იგი დაეტოვებინა კლუბი, მისმა ძმამ თუ აგენტმა, მაგრამ ფაქტი სახეზეა: ტურე "ბარსელონას" ფეხბურთელი აღარ არის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ფეხბურთლი 150%-ით არ არის დარწმუნებული, მან უნდა დატოვოს კლუბი." პრეზიდენტი ასევე შეეხო განათხოვრებულ ფეხბურთელების(გლები, კასერესი, ენრიკე, კეირსონი) საკითხს და განაცხადა, რომ კლუბი მინიმუმ კიდევ ერთი წლით დატოვებს მათ სხვა კლუბებში. სანდრომ ასევე აღიარა, რომ სამწვრთნელო შტაბი მიესალმება ისეთი ფეხბურთელების ტრანსფერებს, როგორებიც არიან რობენი, რობინიო ან მატა.

    წყარო: www.fcbarcelona.cat 

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge