ჩიგრსინსკი "შახტარში" დაბრუნდა

  • 6-07-2010, 14:25
  • "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი უკრაინელი მცველი, დმიტრო ჩიგრინსკი იმ "შახტარში" განაგრძობს კარიერას, რომლიდანაც კატალონიურმა კლუბმა იგი გასულ ზაფხულს გაჭირვებით შეიძინა. გემახსოვრებთა, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, გვარდიოლას დაჟინებული მოთხოვნით, "ბარსას" ახალგაზრდა იმედისმომცემ უკრაინელ ფეხბურთელში 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწია.

    ჩიგრინკსიმ "ბარსელონას" შემადგენლობაში პირველი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იგი წარმატებული ტრანსფერი იქნებოდა, მაგრამ უკრაინელმა თანდათან შეცდომების დაშვებას უმატა, რამაც გამოიწვია ის, რომ სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    "შახტარის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დონეცკურ კლუბს თავისივე აღზრდილი ფეხბურთელის დაბრუნება მისი ერთი წლის წინანდელი ფასისგან 10 მილიონით ნაკლები, 15 მილიონი ევრო დაუჯდა. ჩიგრინსკიმ "შახტართან" 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

    წყარო: shakhtar.com

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge