როსელი: "კრუიფი "ბარსელონას" სიმბოლოა"

  • 6-07-2010, 11:17
  • როსელი: "კრუიფი "ბარსელონას" სიმბოლოა"
    "ბარსელონას" ახალმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა გუშინ განცხადება გააკეთა ჰოლანდიელი ლეგენდის - იოჰან კრუიფის შესახებ. როსელის თქმით, კლუბი წარმოუდგენელია ისეთი ლეგნდარული პიროვნების გარეშე, როგორიცაა იოჰან კრუიფი. "ის ცოცხალი ლეგენდაა და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გუნდში გვყავს ასეთი პიროვნება."

    "ბარსელონას" ახალმა პრეზიდენტმა ეს განცხადება ესპანეთის ავტონომიური რეგიონის ესტრემადურას პრეზიდენტ, გილერმო ფერნანდეს ვარასთან, შეხვედრისას გააკეთა. "იოჰან კრუიფი "ბარსელონას" საპატიო პრეზიდენტია, ის ამას ნამდვილად იმსახურებს."

    სანდრო როსელი აგრეთვე შეხვდა ცესკ ფაბრეგასის დედას, რომელთანაც ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ისევე, როგორც ფეხბურთელს, მის მშობლებსაც ძალიან სურთ ფაბრეგასის "ბარსელონაში" გადასვლა.

    წყარო: www.totalbarca.com

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge