ჩავიმ შესაძლოა ამ სეზონში თავის 63–ე მატჩი ითამაშოს

  • 6-07-2010, 09:52
  • ჩავიმ შესაძლოა ამ სეზონში თავის 63–ე მატჩი ითამაშოს

    ჩავი არ არის მაღალი ფეხბურთელი, შესაბამისად თავზე ბრძოლით არასდროს გამოირჩეოდა, ასევე არასდროს გამოირჩეოდა სისწრაფით, მაგრამ ყოველთვის გამოირჩეოდა მოედნის შესანიშნავი ხედვით და უნარით წამოიწყოს გუნდის შეტევა. იგი ყოველთვის 100% –ით "სანდო" პიროვნებაა, ძალიან იშვიათად მომხდარა თუ ჩავის ოდესმე არასწორი გადაცემა გაუკეთებია. ფაქტია, რომ ასეთი ფეხბურთელი ყოველივე გუნდისათვის მამოძრავებელი ძალა იქნებოდა, ასე არის "ბარსელონაშიც" და ესპანეთშიც. 30 წლის ჩავი ერნანდესმა ამ სეზონში 61 მატჩი ჩაატარა (მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, მსოფლიო ჩემპიონატის, ესპანეთის სუპერ–თასის ჩათვლით).

    მესი ამჟამად ლიდერია, მან 62 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მისი ნაკრები ბრძოლას მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად გამოეთიშა. ჩავი ყველა ვარიანტში ჩაატარებს კიდევ 2 მატჩს, თუ რაიმე დაზიანება არ მიიღო და ამ მაჩვენებელით გუნდში იგი აბსოლიტური ლიდერი იქნება.

    მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზუსტად 2 წლის წინ, როცა ჩავიმ მოიგო ევრო–2008 და დასახელდა იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად მან ჩაატარა 65 მატჩი, 2–ით მეტი ვიდრე ეს წელს იქნება შესაძლებელი.

    წყარო: fcbarcelona.cat

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge