მარტინო: "მეორე ტაიმში გუნდმა უკეთ ითამაშა"

მარტინო: "მეორე ტაიმში გუნდმა უკეთ ითამაშა"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი ხერარდო მარტინო სრულიად კმაყოფილი დარჩა გუშინ ლა ლიგის მე-8 ტურში "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრით, სადაც მისმა გუნდმა მეტოქე (4:1) გაანადგურა. იტყობინება, Marca.

"პირველ ტაიმში გუნდის თამაშს ინტენსივობა აკლდა, ეს ყველაფერი იმას ჰგავდა, რისი დემონსტრირებაც ჩვენ სამშაბათს გლაზგოში მოვახდინეთ. შეხვედრის მეორე ნახევარში კი ჩვენ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. ძალიან კარგად ითამაშა ნეიმარმა და ალექსის სანჩესმა. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ჩვენ გოლი გავუშვით, მაგრამ მე ვიგრძენი ისიც, რომ გუნდი თამაშს აკონტროლებდა. დარჩა გამოვასწოროთ პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები: ჩვენ განვაგრძობთ სტანდარტებიდან გოლების გაშვებას." - განაცხადა, მარტინომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.