აღდგენითი ვარჯიში "აიაქსთნ" მატჩის შემდეგ

აღდგენითი ვარჯიში "აიაქსთნ" მატჩის შემდეგ

"აიაქსთან" 4:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში ჩაატარეს. იმის გამო, რომ ხერარდო მარტინო არგენტინაში გაემგზავრა (შეგახსენებთ, რომ მას მამა გარდაეცვალა), ვარჯიშს ხორხე პაუტასო გაუძღვა.

დღევანდელ სესიაზე, გუნდთან ერთად ვარჯიშობდა კარლეს პუიოლი. ხერარდ პიკე კი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად მუშაობდა. ტრავმირებულია ხორდი ალბაც, მაგრამ გარკვეული სავარჯიშოები მანაც შეასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.