2013-14 წლების სეზონი: 509 მილიონი ბიუჯეტში და 36 მილიონი სუფთა მოგება

  • 17-09-2013, 17:17
  • 2013-14 წლების სეზონი: 509 მილიონი ბიუჯეტში და 36 მილიონი სუფთა მოგება

    "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს პრეს სპიკერმა, ტონი ფრეიშამ განაცხადა, რომ 2013-14 წლების სეზონისთვის, "ბარსელონას" ბიუჯეტი 509 მილიონი ევრო იქნება, რაც გასული სეზონის ბიუჯეტს 21 მილიონი ევროთი აღემატება. კლუბის ისტორიაში პირველად, წლიური ბიუჯეტი 500 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

    სპონსორებისგან შემოსული დამატებითი შემოსავლებისა და ტიაგო ალკანტარას გაყიდვის წყალობით, 2013-14 წლების სეზონში, კატალონიელები 36 მილიონიან სუფთა მოგებას ელიან, რაც წინა წლის მოგებას 4 მილიონით აღემატება.

    მიუხევად ფინანსური წარმატებებისა, ფრეიშა მიიჩნევს, რომ ეიფორიის საფუძველი არ არსებობს და კლუბმა ამ მიმართულებით ფრთხილად მოქმედება უნდა განაგრძოს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied