პიკე:"ფაბრეს გული "ბარსაშია"

პიკე:"ფაბრეს გული "ბარსაშია"

სესკ ფაბრეგასის დასაბრუნებლად მთელი "ბარსელონა" ერთად დგას.  ფეხბურთელები, მწვრთნელები და რაც მთავარია ხელმძღვანელობა, ყველა ერთად ცდილობს ფაბრეგასის კატალონიაში დაბრუნებას. გუშინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანას" ახალი პრეზიდენტი, სანდრო როსელი არ აპირებს სესკის ტრანსფერში 48 მილიონზე მეტის გადახდას. ამას მოყვა ხერარდ პიკეს კომენტარი, სადაც "პიკენბაუერმა" განაცხადა, რომ ფაბრეგასის გული "ბარსაშია" და მას ძალიან სურს ძველი ფორმა კვლავ მოირგოს.

"მე უკვე დიდი ხანია ვიცნობ სესკს და ვიცი, რა სურს მას. სესკის სურვილია დაბრუნდეს კატალონიაში და კვლავ დაიცვას "ბარსელონას" ღირსება".

პიკეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფაბრეგასი მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, იგი მაინც ფიქრობს მის მომავალზე: " ის ძალიან მოტივირებულია და სურს ძირითადში თამაში, თუმცა მისი გული "ბარსელონაშია"– განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი და პიკე თანაგუნდელები იყვნენ "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ მათ კვლავ დაიცვან ერთი გუნდის ღირსება პეპ გვარდიოლას თავკაცობით.

 

წყარო : http://www.sport.es/

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.