11 სექტემბერი

  • 11-09-2013, 01:01
  • 2007 წლის 11 სექტემბერს, კატალონიის თასის მატჩში, "ბარსელონამ" "ხიმნასტიკთან" 1:2 წააგო.

    1984 წლის 11 სეტემბერს, "კამპ ნოუზე", ანტონიო ოლმოსა ("ბარსელონაში" თამაშობდა 1976-84 წლებში) და პედრო მარია არტოლოს ("ბარსელონაში" თამაშობდა 1975-84 წლებში) საპატივცემულოდ ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც კატალონიელები ბილბაოს "ატლეტიკთან" 0:2 დამარცხდნენ. თამაშს მხოლოდ 7 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

    1982 წლის 11 სექტემბერს, "კამპ ნოუზე", დებიუტი ჰქონდა "ბარსელონას" ახალწვეულს, დიეგო არმანდო მარადონას. "ბარსამ" "ვალიადოლიდთან" 3:0 მოიგო. მარადონამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

    1949 წლის 11 სექტემბერს, "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდი საშინაო გამართჯვება იზეიმა. კატალონიელებმა "ხიმნასტიკი" 10:1 გაანადგურეს. 5 გოლი ნავარომ გაიტანა, ხოლო სეზარმა თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied