მესის რიბერიმ აჯობა

  • 29-08-2013, 21:12
  • მესის რიბერიმ აჯობა

    ევროპის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი დასახელდა, რომელმაც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს აჯობა.

    მონაკოში გამართულ კენჭისყრაზე, რიბერიმ 36 ხმა მიიღო. ლიონელ მესის წილად 13 ხმა ხვდა, ხოლო რონალდუს - 3.

    ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯილდო "ბარსელონას" ფეხბურთელს არ შეხვდა. 2011 წელს დაარსებული ჯილდო, აქამდე, ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას მოუგიათ. დაგროვებული ხმების მხირვ რეკორდსმენი "ბარსას" ათიანია, რომელმაც 2011 წელს 39 ქულა აიღო. 2012 წელს, ინიესტამ 19 ხმა მიიღო და თანაგუნდელ მესის 2 ხმით აჯობა.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge