ლაპორტას გამოსამშვიდობებელი ინტერვიუ

ლაპორტას გამოსამშვიდობებელი ინტერვიუ

-მოგენატრებათ ეს კაბინეტი?

-ეს ნოსტალგიის მომენტია. კი, იქნება განსაკუთრებით სიწყნარის დროს.

-მოწყენილი ხაართ?

-ეს დღეები ნოსტალგიისა და სიხარულის ნაღებია.

-როგორი მიდიხართ აქედან?

-კმაყოფილი და ბედნიერი. ეს ეტაპი დასრულდა, დასრულდა იგი კარგად.

-მიდიხართ სიმშვიდის გრძნობით?

-კი, ძალიან...ვფიქრობ, რომ თავი გავართვი დაკისრებულ მოვალეობას, ჩემი პრინციპების ერთგული დავრჩი, და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეში მისაბაძ მაგალითადაც ვიქეცით, განსაკუთრებით კლუბის პატოსან და ეფექტურად მართვის საკითხში.

-გაგიჭირდებათ 1 ივლის გაიღვიძოთ და აღმოაჩინოთ, რომ თქვენ უბრალოდ ჟოან ლაპორტა ხართ?

 -არა, იმიტომ, რომ უკვე დიდიხანია გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი ბოლო წელია, როგორც პრეზიდენტისა. ეს განშორება არ დაარღვევს ჩემს შინაგან წონასწორობას.

-რას აპირებთ?

 -ვიცხოვრებ, უბრალოდ არ ვიმუშავებ კლუბში. გავაგრძელებ ადვოკატის კარიერას.

-როგორ გინდა, რომ 5,10,15 წლის შემდეგ მოგიგონონ?

-როგორც პრეზიდენტი და ისე, როგორც მე ვმუშაობდი, არც მეტი და არც ნაკლები. ისე, როგორც პიროვნებას, რომელიც ცდილობდა, რომ "ბარსა" ყველაზე მეტად კატალონიურად ექცია, მთელს მის ისტორიაში. მე მივდივარ და აღვსილი ვარ გრძნობით, რომელსაც კმაყოფილება ქვია, მე კმაყოფილი ვარ იმ საქმიანობით, რომელიც "ბარსელონას" მიმართ გავწიე.

-ყველაფერი ახლა, რომ იწყებოდეს და იცოდეთ რა მოგელით, კარგიც და ცუდიც, უარს იტყოდით ამ გზის ხელახლა გავლაზე?

-არა, მე იგივეს გავაკეთებდი. ჩვენ "ბარსა" უკეთეს კლუბად ვაქციეთ, მოვიგეთ ყველა ჯილდო რის მოგებაც შესაძლებელი იყო საკლუბო დონეზე და ეს გავაკეთედ კატალონიურად ისე, რომ არ მოვწყვეტილვართ საკუთარ ფესვებს. მაგრამ უკეთესადაც შეგვეძლო.

-დაფიქრებულხართ ხელახლა პრეზიდენტობაზე?

-არა-არა, ეს ჩემს გეგმებში არ შედის. მე ჩემი ცხოვრების რამდენიმე, საუკეთესო წელი "ბარსელონას" შევწირე, ეს მისია შესრულებულად მიმაჩნია.

-ამბობენ, რომ თქვენ ყველაზე დიდი მარცხი ამ არჩევნებზე განიცადეთ...

-მე ხომ არარ ვიბრძოდი? როგორ დავმარცხდებოდი?

-თქვენი კანდიდატი ჟუამე ფერერი, ყველაზე ბოლო აღმოჩნდა...

-მე ეს სხვანაირად მივიღე. მოიგო კანდიდატმა, რომელმაც საარჩევნო კომპანია 6 წელი აწარმოა და უდიდეს მხარდაჭერას განიცდიდა.

-თქვენც შეგეძლოთ უფრო აქტიურად გემოქმედათ...

-მე არ ვაპირებ, რომ გავიხანგრძლივო ჩემი პრეზიდენტობის ვადა. მე მხოლოდ კანდიდატი ამოვირჩიე.

-სალა ი მარტინი არა?

-დიახ.

-ვერ მან ვერ გაიმარჯვა...

-არ იყო ერთსულოვნება ადმინისტრაციაში, პრესამაც მოახდინა პოლემიკის პროვოცირება, რამაც კანდიდატის განხილვამდე მიგვიყვანა. ვგონებ ის კარგი პრეზიდენტი გახდება თავისი შრომისუნარიანობის და ნიჭის წყალობით.

-როგორი იქნება როსელის პრეზიდენტობა?

-ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა მოდელს მოიტანს ის გუნდში. ჩვენ ამ მომენტისათვის "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო პერიოდში ვიმყოფებით, იმ მოდელის წყალობით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. რაც მუშაობს კარგად იმის შეცვლა საჭირო არ არის. მე არ შევცვლიდი სპორტული სისტემის მოწყობას.

-თქვენ და სანდროს უთანხმოება გაქვთ...

-მე ცუდს გულში არ ვიდებ, მირჩევნია კარგი დავიმახსოვრო. მე არასოდეს მდომებია, რომ შემექმნა ალიანსი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ, მსგავს არაფერს ჩავიდენ. შევეცდები ვიყო ექს-პრეზიდენტი, რომელიც კლუბის საქმეებში არ ჩაერევა. მე მინახავს სხვა ექს-პრეზიდენტების მაგალითები. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხმოვანდები თუ კი ამას მოქმედი პრეზიდენტი მთხოვს.

-რა იყო თქვენთვის ყველაზე ძნელი?

-2005-06წ.წ. სეზონში წაგებული პრიმერა გატანილი ბურთების სხვაობით "რეალთან" და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ თამაში "ბერნაბეუზე". არ არსებობს ქვეყნად სრულყოფილება...

-ნამდვილად....

 

წყარო:www.sport.es

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.