უემბლიდან პარიზამდე
"ოცნების გუნდმა" ნელ–ნელა დაღმასვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1994 წელს, ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოულოდნელად 0:4 წააგო. კრუიფმა გუნდი საბოლოოდ 1996 წელს დატოვა და მას ბობი რობსონი ჩაენაცვლა, რომელმაც პირველივე სეზონში გუნდს თასების მფლობელთა თასი მოაგებინა. მიუხედავად ამ თასის მოპოვებისა, მაინც გახდა რობსონის შეცვლის აუცილებლობა და იგი კვლავ ჰოლანდიელმა შეცვალა, ამჯერად ლუის ვან გაალმა. ვან გაალმა პირველივე სეზონში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა, მოიგო რა ესპანეთის ჩემპიონატიც, ესპანეთის თასიც და ევროპის სუპერთასიც. "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონატი მომდევნო წელსაც მოიგო, რომელიც კლუბის ისტორიაში განსაკუთრებულად გამორჩეული გახლდათ, რადგან ამ წელს გუნდი დაარსებიდან მე–100 წლისთავს ზეიმობდა. მიუხედავად ბოლო წლებშ მიღწეული წარმატებებისა, გულშემატკივართა აზრი მაინც ორად იყო გაყოფილი და ზოგი მათგანი კვლავ იოჰან კრუიფის ხანას ამჯობინებდა. გულშეამტკივართა აზრი კი ორად მაშინაც გაიყო, როდესაც პრეზიდენტის პოსტი დატოვა ხოსეპ ლუის ნუნიესმა, რომელიც აშკარად წარუმატებლად შეცვალა ხუან გასპარმა და იმდენად წარუმატებლად, რომ მისი არჩევიდან სამი წლის შემდეგ რიგგარეშე არჩვენების ჩატარება გახდა აუცილებელი, რომელშიც უკვე ხუან ლაპორტამ იმარჯვა.
100 წლისთავი
არცთუ ბევრ ორგანიზაციას შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ 100 წლისთავი აქვს აღნიშნული. "ბარსას" საუკუნოვან იუბილეზე გახსნებული იყო 1899 წლის ნოემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე ყოველი წელი თანმიმდევრულად და ხაზგასმული იყო კლუბის ისტორიაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. მხატვარმა ანტონი ტაპიესმა შექმნა ცერემონიალისთვის ოფიციალური პოსტერი, ხოლო მომღერალმა ხუან მანუელ სერატმა "ბარსას" ჰიმნი – "Cant del Barca" "ნოუ კამპის" მოედნის ცენტრიდან შეასრულა. 100 წლის იუბილე უნდა ქცეულიყო ხიდად წარსულსა და მომავალს შორის. 1999 წელი ასევე იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ამ წელს ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვეს"ბარსას" საფეხბურთო, საკლათბურთო, ხელბურთის და ჰოკეის გუნდებმა.
ხუან გასპარი
ნუნიესის კლუბიდან წასვლის შემდეგ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ხუან გასპარი, რომელიც 22 წლის განმავლობაში "ბარსას" ვიცე–პრეზიდენტი იყო, ხოლო არჩევნებშ მეორე ადგილზე ლუის ბასატი გავიდა. მიუხედავად კლუბის მართვის უდიდესი გამოცდილებისა, გასპარმა ვერმოახერხა "ბარსელონასთვის" რაიმე სახის წარმატების მოტანა და მისი მმართველობის დროს კლუბი უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა კრიზისში. საბოლოოდ, 2003 წელს იგი იძლებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობდა და დაენიშნა რიგგარეშე არჩვენები.
ხუან ლაპორტა
ახალი არჩვენები 2003 წლის 15 ივნისს გაიმართა, რომელშიც ახალგაზრდა იურისტმა – ხუან ლაპორტამ გაიმარჯვა, დაამარცხა რა კვლავ ლუის ბასატი. ამ არჩევნების შემდეგ დაიწყო ახალი ერა, რომელიც დაკავშირებული იყო ახალ იმედებთან. ლაპორტამ მწვრთნელად ჰოლანდიელი ფრანკ რაიკაარდი მოიყვანა, რომელმაც თავის მხრივ მსოფლიო დონის ისეთი ვარსკვლავები შეიძინა, როგორებიც არიან რონალდინიო, დეკო და ეტო'ო. ამ სამეულზე აწყობილმა გუნდმა პირველი ტიტული 2004–05 წლების სეზონში მოიპოვა, გახდა რა ესპანეთის ჩემპიონი. მომდევნო სეზონის დასაწყისში კლუბმა ესპანეთის სუპერთასი მოიგო, სეზონის ბოლოს კი კიდევ ერთხელ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მაგრამ რაიკაარდის ერის ყველაზე დიდი წარმატებად რა თქმა უნდა ითვლება ჩემპიონთა ლიგის მოგება, რომელიც კლუბმა 2006 წელს მოიგო. ამ დროისათვის კლუბის პოპულარობამ არნახულ სიმაღეელბს მიაღწია და კლუბის წევრთა რაოდენობაც რეკორდულად იზრდებოდა, 2006 წელს კი მათმა რაოდენობამ 150,000 მიაღწია. 2006–07 წლების სეზონის დასაწყისში კი საბოლოოდ ფრთა შეესხა იდეას "მეტი, ვიდრე კლუბი", გაფორმდა რა უპრეცედენტო ხელშეკრულება "იუნისეფთან".
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ყოველთვის იყო ევროპის მოწინავე გუნებს შოღის, იგი მაინც არწყვეტდა განვითარებას და გაფართოებას. 2007 წლის ივნისში კლუბის წევრთა რაოდენობამ 156,366 მიაღწია, რა მაჩვენებლითაც "ბარსა" მსოფლიოს საფეხბურთო კლუბებს შორის უპირობოდ პირველ ადგილზეა. 2007 წლის სექტემბერში კი "ნოუ კამპის" უპრეცედენტო რეკონსტრუქცია თანამედროვეობის ერთ–ერთ საუკეთესო არქიტექტორს – ინგლისელ ნორმან ფოსტერს დაევალა.