ლიგის პირველი ორი მატჩის დრო ცნობილია

ლიგის პირველი ორი მატჩის დრო ცნობილია

ესპანეთის ლიგის პირველი წრის პირველი ორი მატჩის დაწყების დრო უკვე ცნობილია. ტატა მარტინოს გუნდი ლა ლიგის პირველ მატჩს "კამპ ნოუზე" კვირას, 18 აგვისტოს გამართავს, გუნდი "ლევანტეს" თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება. ერთი კვირის შემდეგ კი კატალონიელები "მალაგას" წინააღმდეგ გამართავენ მატჩს, თამაში თბილის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ლიგის პირველი მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელები მადრიდში გაფრინდებიან, სადაც ესპანეთის სუპერ თასის პირველ შეხვედრას გამართავენ. ტატა მარტინოს ფეხბურთელები "მადრიდის ატლეტიკოს" წინააღმდეგ ოთხშაბათს, 21 აგვისტოს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ითამაშებენ, განმეორებითი შეხვედრა კი 28 აგვისტოს კვლავ 23:00 საათზე გაიმართება. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.