ტელიო გამპერის თასს გამოტოვებს

ტელიო გამპერის თასს გამოტოვებს

ტელიო გამპერის თასზე მონაწილეობას არ მიიღებს. შემოწმებებით დადასტურდა, რომ გუშინდელ მატჩში, რომელიც გუნდმა "ლეხიას" წინააღმდეგ გამართა ტელიომ საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო მუხლის ქვედა მყესზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი პარასკევს "სანტოსის" წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს. 

ტელიომ გუშინდელ მატჩში მოედანზე მხოლოდ 22 წუთი დაჰყო. ფეხბურთელის ნაცვლად კი ხუან რომანი შემოვიდა, რომელიც საფინალო სასტვენამდე მოედანზე იმყოფებოდა. 

გასულ სეზონში კრისტიან ტელიომ "ბარსას" მაისურით 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8-ჯერ აიღო მეტოქის კარი. საერთო ჯამში მას პირველ გუნდთან ერთად 54 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.