კომპანია EA Sports "ბარსელონას" პარტნიორი გახდა

კომპანია EA Sports "ბარსელონას" პარტნიორი გახდა

დღეს 31 ივლისს, კომპანია EA Sports-მა და კატალონიის "ბარსელონამ" გამოაცხადა, რომ თანამშრომლობას დაიწყებენ, რომლის მიხედვით ამერიკული კომპანია საფეხბურთო კლუბის ექსკლუზიური პარტნიორი გახდება "ვიდეოთამაშის" კატეგორიაში. ხელშეკრულება და ფინანსური დეტალები, რომლებიც არ ხმაურდება 3 წლით არის გათვალისწინებული. 

თანამშრომლობის ფარგლებში EA Sports-მა მოახდინა სამგანზომილებიანი სკანირება "ბარსელონას" 17 ფეხბურთელის თავის, სწორედ ამის დამსახურებიდ სიმულატორ, FIFA 14-ში "ბარსელონას" ფეხბურთელები სამგანზომილებიანი მაღალი ხარისხით წარსდგებიან. საერთო ჯამში კი, "ბარსელონა" და მისი ვარსკვლავი, ლიონელ მესი გახდებიან ცენტრალური ფიგურა, საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიისათვის, ახალი თამაშის FIFA 14-ის მოძრაობით. 

EA Sports-ისა და გუნდის თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები აპირებენ სხვადასხვა გასართობი აქციების რეალიზაციას გულშემატკივართათვის. აქვე გეტყვით, რომ EA Sports-ს უკვე აკავშირებს მსგავსი ტიპის თანამშრომლობა შემდეგ გუნდებთან: "ვალენსია", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ სიტი", "დორტმუნდი", "ლიონი", "პარის სენ-ჟერმენი" და "მილანი".

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.