გულშემატკივარმა რონალდინიო - ეტო'ოს დუეტი საუკეთესოდ დაასახელა

გულშემატკივარმა რონალდინიო - ეტო'ოს დუეტი საუკეთესოდ დაასახელა

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ საიტზე გამოკითხვა ჩაატარა, სადაც გულშემატკივარმა საუკეთესო შემტევი დუეტი აირჩია "ბარსელონას" ისტორიაში. იტყობინება, Marca.

რონალდინიო - ეტო'ოს დუეტს მომხმარებელთა 63% მისცა ხმა (17 ათასი ადამიანი 27 ათასი ხმის მიმცემთაგან), სტოიჩკოვი - რომარიოს წყვილმა გამოკითხვაში 14% მოაგროვა და მეორე ადგილზე აღმოჩნდა, მესამე ადგილი რონალდო - ლუიშ ფიგოს ტანდემმა დაიკავა, რომელსაც მკითხველთა 10,6%-მა დაუჭირა მხარი. 

აღსანიშნავია, რომ მეოთხე ადგილზე გავიდა ნეიმარი - ლიონელ მესის დუეტი (5,5%-ით) მიუხედავად იმისა, რომ დუეტს ერთად ჯერაც არ უთამაშია. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.