1974–1992
მე–20 საუკუნის 70–იანი წლების მეორე ნახევარში ესპანეთში დიქტატურულ რეჟიმს ბოლო მოეღო, რამაც არა მხოლოდ ზოგადად ესპანეთის ცხოვრების დონეზე იქონია პოზიტიური გავლენა, არამედ სპორტზეც და "ბარსელონაც" საბოლოოდ განთავისუფლდა ფაშიზმის მაღწუხებისაგან. იმდროისათვის "ბარსას" პრეზიდენტი იყო აუგუსტინ მონტალი, რომელმაც გადაწყვიტა პირველად ჩაეტარებინა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას კლუბის წევრები მიიღებდნენ. პიღველ არჩევნებში კი, რომელიც 1978 წელს გაიმართა, პრეზიდენტად არჩეული იყო ხოსეპ ლუის ნინუესი, ადამიანი რომელიც "ბარსელონას" ყველაზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. ამ დროისათვის ფეხბურთი არნახულად გაიზარდა. შესუსტდა უცხოელ ფეხბურთელებთან დაკავშირებული შეზღუდვები, გაიზარდა კლუბების შემოსავლები, რაც დიდწილად მატჩების ჩვენების უფლების გაყიდვის შედეგად მოხდა.
1978 წლის არჩევნები
ხანგრძლივი თავისუფალი არჩევნების მოლოდინის შემდეგ, კლუბის წევრებს მიეცათ საშუალება თვითონ გადაეწყვიტათ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო კლუბის ახალი პრეზიდენტი. ბრძოლა ძირითადად სამ კანდიდატს შორის წარიმართა – ხოსეპ ლუის ნუნიესი (10,352 ხმა), ფერან არინო (9,537 ხმა), ნიკოლაუ კასაუსი (6,202 ხმა). ამ დროიდან მოყოლებული, ნინიესი "ბარსას" მთელი 22 წლის განმავლობაში მართავდა.
ბაზელის ფინალი
1979 წელი "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ წელს კლუბმა თასების მფლობელთა თასი მოიპოვა პირველად. მაგრამ ეს ფინალი არიყო გამორჩეული მხოლოდ იმით, რომ "ბარსამ" გამარჯვება მოიპოვა. ამ ფინალის დროს მთელი მთელი ევროპა უყურებდა "ბარსელონას" და კატალონიის ფერებში გამოწყობილ 30,000 ადამიანს. ეს მართაც შესანიშნავი სანახაობა იყო. გამარჯვების შემდეგ ბარსელონას და კატალონიის ქუჩებში აქამდე უპრეცედენტო ზეიმი გაიმართა. "ბარსელონამ" თასები მფლობელთა თასის მოგება კიდევ ოღჯერ, 1982 და 1989 წლებში შესძლო.
კლუბის წევრთა ზრდა
კლუბის წევრების ზრდა "ბარსელონასთვის" ყოველთვის იყო დამახასიათებელი. თუ 1974 წლისთვის მათ რაოდენობა 66,000 იყო, 1978 წელს 77,000 გახდა, ხოლო 1992 წლისთვის უკვე 98,000 მეტი იყო. ასევე სწრაფად იზრდებოდა "ბარსას" ფანკლუბების რიცხვი. თუ 1979 წელს კატალონიურ გუნდს 96 ფანკლუბი ჰქონდა, 1993 წელს მათმა რაოდენობამ 700 გადააჭარბა.
"ურუტი, მე შენ მიყვარხარ "
ნუნიესის მმაეთველობის დროს "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონობის პირველად მოპოვება 1984–85 წლებში შესძლო. კატალონილებმა ჩემპიონობის ტიტული ოფიციალურად "ვალიადოლიდთან" მოიპოვა გასვლაზე, როდესაც ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტური იყო დარჩენილი. იმ თამაშის ბედი გადაწყვიტა კატალონიელთა მაშინდელმა მეკარემ – ჩავიერ ურუტიმ, რომელმაც იმ წელს სამორას ტიტულიც მოიპოვა. ურუტიმ თამაშის ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანის მოგერიება შესძლო, რაც იმას ნიშნავდა, რომ "ბარსელონა" ჩემპიონი ხდებოდა. იმ დროს კატალონური კლუბის ქომაგში გაღვივებული ემოციები გადმოსცა კომენტატორმა ხუაკიმ პუიალმა, რომელმაც წამოიძახა – "ურუტი, მე შენ მიყვარხარ" – ეს სიტყვები სამუდამოდ შემოინახება "ბარსელონას" ისტორიაში. იმ ტრიუმფალურ წელს "ბარსელონას" შემადგენლობაში წამყვან როლს ასრულებდნენ ხულიო ალბერტო, მიგელი, არჩიბალდი, შუსტერი და კაპიტანი – ალეხანკო.
ოცნების გუნდი (1990–1994)
1985 წელს მიღწეულ წარმატებას იმედგაცრუებაც მოჰყვა 1986 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში წაგების სახით, რის შემდეგაც კლუბში პრობლემები მომრავლდა, რომელთა გადასაწყვეტადაც ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მწვრთნელის შეცვლა. პირველად ლუის არაგონესი მოსინჯეს "ბარსას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ არ გაამართლა და იმავე სეზონში კარლოს რექსაჩით ჩაანაცვლეს, მაგრამ ვერც "ბარსას" ძველმა ფეხბურთელმა მოახერხა კლუბის კარგად ათამაშება და ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მწვრთნელის შეცვლა და ამჯერად ეს წარამტებულად გამოუვიდა. 1988 წელს გუნდში მოვიდა იოჰან კრუიფი, ოღონდ ამჯერად როგორც მწვრთნელი. კრუიფმა გუნდში ახალი ფილოსოფია დანერგა და დაიწყო შემადგენლობის გადახალისება. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა შექმნა გუნდი, რომელსაც გამარჯვებისაკენ განსაკუთრებული სწრაფვა გამოარჩევდა და რომელსაც შემდგომი "ოცნების გუნდი" ეწოდა. ეს გუნდი წარმატებას წარმატებაზე აღწევდა, განსაკუთრებით კი გამოსარჩევი იყო 1991–1994 წლები, როდესაც "ბარსამ" ზედიზედ ოთხჯერმოახერხა ესპანეთის ჩემპიონატის მოგება, 1992 წელს კი....
დაუვიწყარი დღე – 20 მაისი
ჩემპიონთა ლიგის პირველი თასი, რომელიც "ბარსელონამ" 1992 წლის 20 მაისის ღამეს მოიპოვა ლონონში, უემბლის ლეგენდარულ სტადიონზე, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ფინალურმატჩში კატალონიელთა მეტოქე გენუის სამპდორია გახლდათ, მატჩი კი "ბარსას" მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი რონალდ კუმანმა გაიტანა. პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი "ბარსამ" ამ შემადგენლობით მოიგო: სუბისარეტა, ნალდო, ფერერი, კუმანი, ხუან კარლოსი, ბაკერო, სალინასი (გოიკოეჩეა), სტოიჩკოვი, ლაუდრუპი, გვარდიოლა (ალექსანკო), ეუსებიო.