"ბარსელონა" ახალგაზრდა ესპანელი ტალანტით დაინტერესდა

"ბარსელონა" ახალგაზრდა ესპანელი ტალანტით დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონა" მზად არის, რომ "მანჩესტერ სიტის" ესპანელი შემტევი ნახევარმცველი, დენის სუარესი სამშობლოში დააბრუნოს, რომელიც "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაშია. იტყობინება, Marca.

ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელი 2011 წელს "სელტას" მეორე გუნდიდან აიყვანა, მაგრამ სუარესი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის "სიტის" განაცხადში მოხვედრამდე. "ბარსელონა" მზად არის 19 წლის ფეხბურთელი სამშობლოში დააბრუნოს, თუმცა უზარმაზარი თანხის გადახდას არ აპირებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სუარესის არენდით აყვანა: "ვალენსიას", "სევილიას", "ესპანიოლს" და სხვა კლუბებს სურთ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.