სონგი: "ფაბრეგასი კლუბში რჩება"

სონგი: "ფაბრეგასი კლუბში რჩება"

კამერუნელმა ფეხბურთელმა ალექს სონგმა განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი სესკ ფაბრეგასი კლუბს არ დატოვებს და დაამტკიცებს, რომ ის ნამდვილად ღირსია ესპანურ გრანდში თამაშისა. 

ალექს სონგი, რომელიც ფაბრეგასთან ერთად "არსენალშიც" თამაშობდა თითქმის 100%-ით დარწმუნებულია, რომ ესპანელი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება. 

"მე მასთან არ მისაუბრია, თუმცა 100%-ით ვიცი, ის დარჩება".

"მას უყვარს ბარსელონა, უყვარს ეს კლუბი. ის მომავალ სეზონშიც "ბარსაში" ითამაშებს და შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, მე სესკს კარგად ვიცნობ. ის ახლა მხოლოდ კლუბზეა ფოკუსირებული".

"სესკი "ბარსელონელია" და ძალიან უყვარს "ბარსელონა". მას სურს, სეზონის დაწყება, რათა აჩვენოს თავისი შესაძლებლობები".

"ხალხი ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ჩვენ კი ვიცით რომ სესკს მხოლოდ აქ დარჩენა სურს. ის ოჯახთან ერთად ისვენებს, დარწუმნებული ვარ ძალიან უნდა დაბრუნდეს".

"ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.