"მალაგას" აფელაის არენდით აყვანა სურს

"მალაგას" აფელაის არენდით აყვანა სურს

"მალაგა" და "ბარსელონა" მოლაპარაკებებს აწარმოებენ კატალონიური გუნდის ჰოლანდიელ ნახევარმცველზე, იბრაჰიმ აფელაის ტრანსფერთან დაკავშირებით. იტყობინება, El Mundo Deportivo.

27 წლის ჰოლანდიელმა გასული სეზონი გერმანული "შალკეს" რიგებში გაატარა. ამჟამად კი უკვე დაბრუნდა "ბარსელონაში" და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სადაც მისი მომავალი კლუბში მომავალ მწვრთნელზეა დამოკიდებული, რომელიც ჯერ კიდევ არ აურჩევიათ. 

"მალაგას" კი სურს, რომ ნახევარდაცვის ხაზი ისკოსა და ტულალანის შემდეგ გააძლიერონ. ჰოლანდიელის აყვანა კი ერთწლიანი არენდით სურთ. თავად ფეხბურთელი კი რა თქმა უნდა ამ ვარიანტის წინააღმდეგი არ არის, რადგან მას სურს მიიღოს ხშირი სათამაშო პრაქტიკა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.