ყველაზე შედეგიანი ვიდრე ოდესმე, სახლში აღზრდილი ნიჭი

ყველაზე შედეგიანი ვიდრე ოდესმე, სახლში აღზრდილი ნიჭი

ნახევარზე მეტი გოლები, რომელიც "ბარსამ" უკანასკნელი ოთხი სეზონის განმავლობაში ლა ლიგაში გაიტანა, გატანილი იქნა ლა მასიას აღზრდილი ფეხბურთელების მიერ. სულ გატანილი 115 გოლიდან 89 გოლი გასულ სეზონში სწორედ კლუბი აღზრდილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. მესიმ მეტოქის კარი 46-ჯერ აიღო.

"ბარსამ" 115 გოლი გაიტანა გასულ სეზონში. კლუბის საკუთარი სისტემის პროდუქტებმა და ახალგაზრდული კლუბების ყოფილმა წარმომადგენლებმა არანაკლებ 89 გოლის გატანა მოახერხეს. ეს გატანილი გოლების 78%-ს უდრის, რაც ლა მასიის ისტორიის ნამდვილი წარმატებაა.

მესი 46 გოლით ჩაუდგა ამ სტატისტიკასაც და ლა ლიგის ბომბარდირთა სიას სათავეში. დეკემბერში, არგენტინელმა, რომელიც ლა მასიას ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე და შენაძენია, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა ერთი კალნდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების მიხედვით. ის შეადგენდა 85 გოლს, 85 გოლში შედიოდა კლუბში და ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლები.

 

ოთხი სეზონი და ადგილობრივი პროდუქტის ტრიუმფი

გატანილი გოლების ნახევარზე მეტი ყოველ სეზონში 2009/2010-დან 2012/2013 სეზონის ჩათვლით კლუბის ადგილობრივი ფეხბურთელების მეშვეობით გადიოდა. 

 

სეზონი 2009/2010: 56 გოლი 98-დან (57%)

სეზონი 2010/2011: 70 გოლი 95-დან (74%)

სეზონი 2011/2012: 89 გოლი 114-დან (78%)

სეზონი 2012/2013: 89 გოლი 115-დან (78%)

 

სხვა სეზონები

"ბარსელონას" ახალგაზრდული სისტემის პროდუქტებმა 77 გოლის გატანა მოახერხეს 2000-2007 წლების განმავლობაში. ერ რასაკვირველია 12 გოლით ნაკლებია, ვიდრე ამის გაკეთება ერთ სეზონში მოხერხდა (89).

გვარდიოლას პირველ სეზონში (2008/2009) ლა მასიას ფეხბურთელებმა 36 გოლი გაიტანეს. რაიკაარდის პირველ სეზონში (2003/2004) 12 გოლი. ლუი ვან გაალის პერიოდში (1997/1998) კი მათ 9-ჯერ მოახერხეს ეს, იოჰან კრუიფის სადებიუტო სეზონში (1990/1991) კი, მათ ხუთჯერ შესძლეს.

სეზონი ლა მასიელების გოლები % ლა მასიელების გოლები
2012/13 89 78%
2011/12 89 78%
2010/11 70 74%
2009/10 56 57%
2008/09 36 36%
2007/08 33 43%
2006/07 24 32%
2005/06 8 10%
2004/05 9 13%
2003/04 12 19%
2002/03 6 9%
2001/02 9 14%
2000/01 9 11%

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.