10 ფაქტი გამპერის თასის ისტორიიდან ...

10 ფაქტი გამპერის თასის ისტორიიდან ...

გამპერის თასის რიგით 48–ე დაპირისპირება 2 აგვისტოს გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "სანტოსი" დაუპირისპირდებიან. წარმოგიდგენთ ათ საინტერესო ფაქტს ხუან გამპერის თასის ისტორიიდან.

  • პირველი დაპირისპირება ხუან გამპერის თასის მოსაპოვებლად 1966 წელს გაიმართა და მასში შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: "ბარსელონა", "კიოლნი", "ანდერლეხტი" და "ნანტი". ტურნირი პირველად "ბარსამ" მოიგო, მას შემდეგ რაც ფინალში გერმანელები დაამარცხა ანგარიშით 3–1.
  • 1984 წლის დაპირისპირებაში, "ბარსელონამ" არგენტინულ კლუბ "ბოკა ხუნიორსს" ანგარიშით 9–1 სძლია, ეს კი თასის 47 წლიანი  ისტორიის განმავლობაში ყველაზე უხვგოლიანი გამარჯვება გახლავთ.
  • 1989 წლის 23 აგვისტოს, მაშინ როდესაც  ერთმანეთს "ბარსა" და "პორტუ ალეგრე" უპირისპირდებოდნენ, მესამე–მეოთხე ადგილების გასარკვევად 53–ე წუთზე მოედანზე ჟორდი როურა შემოვიდა, რომელმაც ხულიო სალინასი შეცვალა. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტისთვის ეს ამ შეჯიბრზე ნათამაშები პირველი და უკანასკნელი შეხვედრა გახლდათ. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ტიტოს ფეხბურთელის რანგში გამპერის თასზე არასდროს უთამაშია.
  • "კამპ ნოუ" ყოველთვის გამპერის თასის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა მოედანზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 1990 და 1996 წლებში ტურნირი ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა.
  • 30 წლის განმავლობაში გამპერის თასზე მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებდა. მსგავსი ფორმატით გამართული უკანასკნელი მატჩი 1996 წელს ჩატარდა, სადაც მონაწილეობას "ბარსელონასთან" ერთად იღებდნენ: "ინტერნაციონალე", "ანდერლეხტი" და "სან ლორენცო ალმაგრო". ფინალი ანგარიშით 2–1 დასრულდა, სადაც კატალონიელებმა "ინტერი" დაამარცხეს. 1997 წლის შემდეგ კი ამ ტურნირში მხოლოდ ორი გუნდი მონაწილეობს.
  • ბრაზილიური კლუბისთვის ("სანტოსი") წლევანდელი მატჩი მეორე იქნება. პირველად "სანტოსი" "ბარსელონას" გამპერის თასზე 1998 წლის 25 აგვისტოს დაუპირისპირდა. კატალონიელთაგან გოლები ფიგუმ და რივალდომ, ხოლო "სანტოსის" ფეხბურთელებიდან ანდერსონმა და არიელმა გაიტანეს. პენალტების სერიაში "ბარსელონა" 5–4 სძლია მეტოქეს.
  • 2005 წელს ერთმანეთს "ბარსელონა" და "იუვენტუსი" შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში 18  წლის ლეო მესიც მოგვევლინა რომელმაც ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც "კამპ ნოუზე" შეკრებილი მაყურებლისგან, ასევე "იუვეს" მწვრთნელ ფაბიო კაპელოსგან.
  • ერთ–ერთი საინტერსო მატჩი 2010 წელს გაიმართა, სადაც კატალონიელებმა იტალიელებს ("მილანი") უმასპინძლეს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1–1 დასრულდა. პენლატების სერიაში კი თავი პინტომ გამოიჩინა, რომელმაც სამი თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია.

[media=http://www.youtube.com/watch?v=u3uAurHNHDg]

  • 2010 წელს,  "კამპ ნოუზე" გატარებული უკანასკენლი მატჩიდან 900 დღის შემდეგ, მოედანზე რონალდინიო დაბრუნდა, რომელსაც მატჩის დასრულების შემდეგ პუიოლმა სამახსოვრო თასი გადასცა.
  • სესკ ფაბრეგასმა სადებიუტო გოლი "კამპ ნოუზე"  სწორედ გამპერის თასის ეგიდით გამართულ მატჩში გაიტანა. 2011 წელს  კატალონიელები "ნაპოლის" დაუპირისპირდნენ  და ანგარიშით 5–1 სძლიეს სესკის გარდა გოლები გაიტანეს მესიმ (2), კეიტან და პედრომ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.