ოფიციალურად: რაფინიამ 2016 წლამდე გაახანგრძლივა

ოფიციალურად: რაფინიამ 2016 წლამდე გაახანგრძლივა

რაფა ალკანტარამ, იგივე რაფინიამ ხუთშაბათს ”ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც იგი კატალონიურ კლუბში 2016 წლამდე დარჩება. კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი კლუბის ერთ-ერთ ოფისში მიმდინარეობდა, სადაც იმყოფებოდნენ ”ბარსას” ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეპ ბართომეუ, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და რაფინიას მამა, მაზინიო.
ახალი კონტრაქტის ხელის მოწერის შემდეგ ფეხბურთელმა განცხადებაც გააკეთა: ”ძალიან ბედნიერი ვარ ”ბარსასთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებით. იჯარის წესით სხვა კლუბში თამაშზე ვფიქრობ, თუმცა თუ მექნება საკმარისი რაოდენობის სათამაშო დრო პრობლემა არ იქნება. ამ კლუბში 13 წლის ასაკში ჩამოვედი და მიზნად ”ბარსელონას” პირველ გუნდში თამაში დავისახე. ბედნიერი ვარ, რომ ამ ოცნების რეალიზებისაკენ მივდივარ. ამ კლუბმა ძალიან ბევრი რამ მომცა, მასწავლა და მუდამ ვიქნები მისი მადლიერი.” - განაცხადა რაფინიამ.
გასულ სეზონში რაფა ალკანტარამ ”ბარსა ბ-ს” 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლის გატანაც მოახერხა. შეგახსენებთ, რომ მისი უფროსი ძმა ტიაგო მისგან განსხვავებით კლუბის დატოვებას გეგმავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.