რეინას "ბარსაში" გადმოსვლა ისევ შესაძლებელია

რეინას "ბარსაში" გადმოსვლა ისევ შესაძლებელია

ინგლისურმა "ლივერპულმა" უკვე გაიფორმა ბელგიელი გოლკიპერი სიმონა მინიოლე, ამიტომ შესაძლებელია "მერსისაიდელებმა" რეინა სხვა გუნდში გაუშვან. 

 "ბარსელონა" მას შემდეგ ეძებს გოლკიპერს, რაც ვიქტორ ვალდესმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. ვრცელდებოდა ჭორები, რომ კატალონიელები პეპე რეინას გადმოყვანას ცდილობდნენ.

 "ლივერპულში" ბელგიელი მეკარის მოსვლის შემდეგ, პეპე რეინა მეორე ნომრად გადაინაცვლებს, ესპანელი კი შსაძლოა მსგავს მდგომარეობას არ შეეგუოს. პრესის ცნობით, პეპე რეინა მზადაა მიიღოს "ბარსელონას" წინადადება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.