ტიაგოს გამოსასყიდი თანხა 22 მილიონამდე გაიზარდა
”ბარსელონას” ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას გამოსასყიდი თანხა შეადგენს არა 18 მილიონ ევროს, არამედ 21,7-ს, იტყობინება ესპანური პრესა.
კლუბებს, რომელთაც ტიაგო ალკანტარას შეძენა სურთ, ესპანეთის ახალგაზრდული წევრის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის გარდა, ჯარიმის სახით 21% უნდა გადაიხადონ, რაც ჯამში 21,7 მილიონ ევროს შეადგენს.
კატალონიელთა პრეზიდენტის, სანდრო როსელის თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელს 2012/13 წლების სეზონში მატჩების 60% რომ ეთამაშა, მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონ ევრომდე გაიზრდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ტიაგოს შეძენას აპირებენ ისეთი გრანდები, როგორებიც არიან ”მილანი”, ”რეალი”, ”იუნაიტედი” და ”სიტი”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]