პელე: "დი სტეფანო მესიზე და მარადონაზე სრულყოფილი ფეხბურთელი იყო"

პელე: "დი სტეფანო მესიზე და მარადონაზე სრულყოფილი ფეხბურთელი იყო"

"ფეხბურთის მეფემ", პელემ არ შეცვალა საკუთარი დამოკიდებულება არგენტინელ ლიონელ მესიზე, რომელსაც დიდი ნაწილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოისაზრებს. პელემ კი მორიგი განცხადება გააკეთა. 

"რონალდუ "ოქროს ბურთს" იმსახურებს. მესი? დი სტეფანო გაცილებით უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, ვიდრე მესი და მარადონა." - განაცხადა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა. 

შეგახსენებთ, რომ მესის და მარადონას მიმართ კრიტიკა პელეს მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი. საინტერესო კი ის არის, რომ პელე ნეიმარის "ბარსელონაში" გადმოსვლის წინააღმდეგიც იყო და მის მომავალს მხოლოდ თავის საყვარელ კლუბს "სანტოსს" უკავშირებდა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.