გამპერის თასის ჩატარების თარიღი ცნობილია

გამპერის თასის ჩატარების თარიღი ცნობილია

ხუან გამპერის თასი, როგორც წესი აგვისტოს ბოლოს იმართებოდა, თუმცა წელს თასის აღნიშვნა გამარჯებულ გუნდს თვის დასწყისში მოუწევს. ტონი ფრეიშამ განაცხადა, რომ დაპირისპირება გამპერის თასზე 2 აგვისტოს, თბილისი დროით 23:30–ზე გაიმართება. "ბარსას" მეტოქე კი ჯერჯერობით უცნობია.

ტიტო ვილანოვას გუნდი გამპერის თასის შეხვედრას ისრაელში, პალეტინასა და მალაიზიაში გაფრენამდე გამართავს. პრე–სეზონის სამ მატჩს, მათ შორის "ბაიერნის" წინააღმდეგ კი გუნდი გამპერის თასამდე ჩაატარებს.

ტონი ფრეიშამ არ გამორიცხა ის ფაქტიც, რომ შესაძლოა გამპერის თასზე "ბარსელონა" ნეიმარის ყოფილ კლუბ "სანტოსს" დაუპირისპირდეს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.