ინიესტა: "ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გავალთ ფლეი–ოფში"

ინიესტა: "ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გავალთ ფლეი–ოფში"

კატალონიის "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩის წინ დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრები დაამარცხებს ჩილეს და გავა 1/8 ფინალში. ასევე ინიესტამ თქვა, რომ ყველა მისი თანაგუნდელი მხოლოდ და მხოლოდ ამ მატჩზე ფიქრობს.

"ესპანეთის ნაკრების მთავარი მიზანი ნათელია–ჩვენ უნდა დავამარცხოთ ჩილეს ნაკრები. გუნდში აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელი მხოლოდ და მხოლოდ ამაზე ფიქრობს. ჩვენ გვჯერა ჩვენი თავების. "ფურია როხა" აუცილებლად გავა ფლეი–ოფში. სხვა დანარჩენი ჯერჯერობით არ გვაინტერესებს." ციტირებს ინიესტას სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ ჰ (ეიჩ) ჯგუფში პირველ ადგილს ჩილეს ნაკრები იკავებს 6 ქულით. ესპანეთს და შვეიცარიას თანაბარი, 3–3 ქულა აქვს, თუმცა გატანილი ბურთების წყალობით "ფურია როხა" მეორე ადგილზეა. ჰონდურასს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით ქულა არ მოუპოვებია. ასე და ამგვარად ესპანეთის ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

წყარო: soccer.ru 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.