ვილანოვა: "ნეიმარმა სპორტი აირჩია და არა ფული"

  • 27-05-2013, 08:03
  • ვილანოვა: "ნეიმარმა სპორტი აირჩია და არა ფული"

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ კომენტარი გააკეთა ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, სადაც ტიტომ განაცხადა, რომ ნეიმარმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მან "ბარსელონა" აირჩია. "ვულოცავ ჩვენ ხელმძღვანელობას ასეთი კარგი ტრანსფერის განხორციელებას. ნეიმარმა, აირჩია სპორტი და არა ფული".

    "დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი ევროპაში თავს კარგად წარმოაჩენს და "ბარსელონასაც" ძალიან გააძლიერებს. ნეიმარი - ზუსტად ის ფეხბურთელია, რომლის ყიდვაც გვსურდა. მისი გადმობირების მცდელობა არ გვქონია მხოლოდ დღეს, ეს ყველაფერი ორი წლისა და ხუთი თვის წინ დაიწყო. - ამბობს ტიტო.

    "კლუბმა გააკეთა შესანიშნავი ტრანსფერი, მათ კარგად იმუშავეს. ასევე ძალიან კმაყოფილი დავრჩი შარშან ალბას ტრანსფერით. რეალმა" ნეიმარს შესთავაზა უფრო მეტი ფული, თუმცა ბრაზილიელმა "ბარსელონაში" გადასვლა ამჯობინა". - განაცხადა ვილანოვამ.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied