მესი და მარკესი ერთმანეთის წინააღმდეგ

მესი და მარკესი ერთმანეთის წინააღმდეგ

კატალონიის "ბარსელონას" ორი ფეხბურთელი, მექსიკელი მცველი რაფაელ მარკესი და არგენტინელი შემტევი ლეო მესი სამხრეთ აფრიკის მუნდიალის 1/8 ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, რადგანაც მარკესის მექსიკა A ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო არგენტინის ნაკრებმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში "ბარსას" ფეხბურთელებმა თავიაანთ ნაკრებებს უკაპიტნეს. სამწუხაროდ მუნდიალი ნაადრევად დატოვეს ტიერი ანრიმ და ერიკ აბიდალმა, რადგანაც საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა.მიუხედავად იმისა, რომ მარადონამ ნაკრების ლიდერები დაასვენა , მესი მაინც ათამაშა საბერძნეთის წინააღმდეგ. ეს მატჩი ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც ბერძნებს სჭირდებოდათ ქულები ჯგუფიდან გასასვლელად, თუმცა არგენტინელებმა მიუხედავად იმისა, რომ მათ 1/8 ფინალის საგზური ნაადრევად გაინაღდეს, მათ მაინც ბოლომდე ითამაშეს და გაიმარჯვეს. არგენტინელთა მიერ გატანილი ორივე გოლი მესის დამსახურებაა. პირველ გოლში მესი საგოლე გადაცემის ავტორად მოგვევლინა, მეორეში კი უდიდესი წვლილი შეითანა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი პალერმომ გაიტანა. რაც შეეხება მექსიკას, მათ წააგეს, მაგრამ მაინც მოიპოვეს 1/8 ფინალში თამაშის უფლება. ბოლო ტურში, მექსიკელები ურუგვაის ნაკრებს ეთამაშებოდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მარკესმა განაცხადა: "ჩვენ დიდი გამოცდა გველის. ძალიან არ გვსურდა არგენტინელებთან შეხვედრა, თუმცა არ მოხდა. ჩვენ ახლა უფრო უნდა გავაუმჯობესოთ თამაში არგენტინელებთან მატჩამდე," განაცხადა მარკესმა.

 

წყარო:fcbarcelona.cat

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.