ნეიმარი, შესაძლოა, ”ბარსელონაში” სულ რამდენიმე საათში გადმობარგდეს

  • 16-05-2013, 15:22
  • ნეიმარი, შესაძლოა, ”ბარსელონაში” სულ რამდენიმე საათში გადმობარგდეს

    "სანტოსის" 21 წლის ფორვარდი ნეიმარი შესაძლოა, უახლოეს საათებში გადავიდეს "ბარსელონაში", იტყობინება  ესპანური პრესა. 

    კატალონიური გრანდის წარმომადგენელი რაულ სანგლეი უკვე გაფრინდა ბრაზილიაში, "სანტოსის" ხელმძღვანელობასთან საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. აღსანიშნავია ისიც, რომ ”ბარსელონა” თავისი წარმომადგენელის ხელმეორედ გამგზავრებას ერთი კვირით გვიან გეგმავდა, თუმცა მადრიდელთა ინტერესმა ნეიმარის მიმართ კატალონიელებს ეს პროცესი ცოტა ააჩქარებინეს. მადრიდული კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზადაა ბრაზილიელ ამომავალ ვარსკვლავში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს და წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო დაუნიშნოს.

    თუ ეს პროცესი წარმატებით გაივლის, წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრანსფერის განხორციელებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge