"რეალმა" თანხა 120 მილიონამდე გაზარდა

  • 10-05-2013, 11:56
  • "რეალმა" თანხა 120 მილიონამდე გაზარდა

    "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კვლავ არ ეშვება სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს, ნეიმარს და კვლავ ცდილობს მის საკუთარ კლუბში გადაბირებას. ამჟამად პერესის მორიგი შეთავაზება 120 მილიონი ევროა.

    პერესს ნეიმარის შეძენა ნებისმიერ ფასად ორი მიზეზის გამო სურს. პირველი "რეალს" ეყოლება სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო მეორე მის მუდმივ მეტოქეს და მთავარ კონკურენტს, კატალონიის "ბარსელონას" არ ჩაუგდებს ხელში. როგორც იცით მადრიდელთა პირველი მცდელობა ბრაზილიელის შეძენისა კრახით დასრულდა, რადგანაც თავად ნეიმარმა "რეალი" უარით გაისტუმრა. მან ასევე ისიც თქვა, რომ "ბარსელონასთან" არსებული შეთანხმების დარღვევას არ აპირებს და დიდი შანსია ზაფხულში იგი კატალონიურ კლუბს შეუერთდეს.

    მოგეხსენებათ კატალონიელები ნეიმარის სანაცვლოდ არანაკლებ 50 მილიონ ევროს იხდიან, წინასწარი 10 მილიონი "ბარსელონამ" ბრაზილიურ "სანტოს" უკვე გადაუხადა, ხოლო დანარჩენ 40 მილიონს "ბარსელონა" ნეიმარის გადმოსვლის შემდეგ გადაიხდის. ამ დროისთვის კი პერესი აქტიურად ცდილობს ნეიმარის დაყოლიებას და მის სანაცვლოდ როგორც უკვე მოგახსენეთ 120 მილიონს იხდის.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.