საბელია: ”მესის მოედანზე გამოსვლისას ნებისმიერი მატჩის მოგება შეუძლია”

  • 7-05-2013, 14:09
  • საბელია: ”მესის მოედანზე გამოსვლისას ნებისმიერი მატჩის მოგება შეუძლია”

    არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელიამ ისაუბრა ”ბარსელონას” სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის ”ბეტისის” წინააღმდეგ გაბრწყინებაზე. 

    შეგახსენებთ, რომ მესიმ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო მატჩის 56-ე წუთზე.

    მესიმ თავი ორჯერ გამოიჩინა და კიდევ ბევრჯერ შეეძლო. დიახ, ”ბარსელონა” იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ მაინც კატალონიელებისთვის ძალიან რთული მატჩი აღმოჩნდა. მესის მოედანზე გამოსვლისას ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, რაც ”ბეტისთან” მატჩშიც გამოჩნდა. ზუსტად ამიტომაა იგი უნიკალური.” - განაცხადა საბელიამ.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied