ფაბრეგასს "არსენალში" დაბრუნება ურჩევნია

ფაბრეგასს "არსენალში" დაბრუნება ურჩევნია

ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით დაიღალა და იგი თავის ყოფილ გუნდში დაბრუნების ვარიანტს, სერიოზულად განიხილავს.

შეგახსენებთ, 2011 წლის ზაფხულში, სესკი კატალონიელთა შემადგენლობას ლონდონის "არსენალიდან" შეუერთდა. მან იმედი გამოთქვა, რომ "ბარსასთან" ერთად ტიტულებს მოიპოვებდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებდა. რამდენიმე თასი მან მართლაც მოიგო, თუმცა სასტარტოში ადგილი მას არ მოუპოვებია.

ესპანეთში აქტიურად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ფაბრეგასი თავისი ამჟამინდელი სამუშაოთი უკმაყოფილოა და "მეთოფეთა" რიგებში დაბრუნების კანდიდატურას განიხილავს, სადაც იგი უწინ კაპიტანი იყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარმცველი ლონდონში სახლს უკვე ეძებს, სადაც მისი ოჯახი, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში იცხოვრებს.

გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც "არსენალის" ხელმძღვანელებს, თავიანთი ყოფილი მოთამაშის დაბრუნების უფლება გააჩნიათ. აგრეთვე, ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობას ისიც ზრდის, რომ ინგლისელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სერიოზულ გაძლიერებას საჭიროებენ და ისინი სესკის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

შეგახსენებთ, ჭორებზე დაყრდნობით, "ბარსელონას" მეოთხე ნომრის შეძენის კანდიდატები, ასევე "მილანი" და "ინტერი" არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.