"ბარსა" მასკერანოთი დაინტერესდა

  • 21-06-2010, 19:16
  • კატალონიის "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, ინგლისის "ლივერპულის" არგენტინელი ნახევარმცველით, ჩავიერ მასკერანოთი, იტყობინება Marca. "ბარსაში" თითქმის უკვე შეეჩვივნენ იმ ფაქტს, რომ ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველი, იაია ტურე. ამიტომაც "ბლაუგრანას" მწვრთნელი, სოხეპ გვარდიოლა ტურეს შემცვლელს ეძებს. არგენტინელი ძალიან ჰგავს, ტურეს თამაშის სტილში. Marca–ზე დაყრდნობით, კატალონიური კლუბი მასკერანოს სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას არ აპირებს. რაც შეეხება მასკერანოს, მან საფეხბურთო კარიერა, არგენტინულ "რივერ პლეიტში" დაიწყო. მან 2003/04 წლებში მოიგო არგენტინის პრიმერა დივიზიონი. ასევე მან ნაკრებთან ერთად მოიგო, ათენის ოლიმპიადა. იგი 2007 წლიდან "ლივერპულის" ღირსებას იცავს, თუმცა ამ კლუბთან ერთად მას არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

     

    წყარო:barca.ru

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge