”ბაიერნი” - ”ბარსელონა”. ჩავი ერნანდესი მატჩის წინ

”ბაიერნი” - ”ბარსელონა”. ჩავი ერნანდესი მატჩის წინ

 

ჩავი ერნანდესმა დღეს პრეს-კონფერენციაზე ”ბაიერნსა” და ”ბარსელონას” შორის ხვალ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. საუბრის დროს ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ ”ბურთის ფლობა გადამწყვეტი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდება. ჩვენ დიდი დროის განმავლობაში უნდა მოვახერხოთ ბურთის შენარჩუნება, რათა გავაკონტროლოთ მატჩი. ვიცით, რომ ”ბაიერნი” ფორმაშია, თუმცა ჩვენ ჩვენი სტილის ჩვენებას შევეცდებით. გუნდი, რომელიც საკუთარ თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს მოიგებს დუელს”.

განწირულები არ ვართ

ბევრი ადამიანი ამ წყვილში ფავორიტად გერმანელებს მიიჩნევს, თუმცა ჩავი აცხადებს, რომ ”თამაშს ისე არ ვუდგებით, რომ განწირულები ვართ. ორივე გუნდს ფინალში გასვლის თანაბარი შანსი აქვს. მეტოქე დიდებული გუნდია, თუმცა ”ბარსელონა” ”ბარსელონაა”, ჩვენ დიდი ხანია ესპანეთში და ევროპაში მწვერვალზე ვიმყოფებით. ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ იმ აზრებს, რაც ისმის (გერმანელების ფავორიტობის შესახებ), თუმცა ამას არ ვიზიარებთ. ჩვენ ზედიზედ მეექვსედ ვითამაშებთ ლიგის 1/2 ფინალში... სეზონის დასაწყისში აქ ყოფნა გვსურდა. ჩვენ მოხარულები ვართ 1/2 ფინალში ყოფნით და თამაში გვსურს”.

წარმოუდგენელი მეტოქე

ჩავიმ ”ბაიერნის” შესახებაც ისაუბრა: ”ისინი ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად და ტაქტიკურად. ამ მომენტში ევროპაში ისინი საუკეთესო ფორმაში არიან. ეს მატჩები ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც ”ბაიერნმა” ასეთი სეზონი ჩაატარა”.

შეკითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ”ბარსამ” ფინალში გასასვლელად ჩავიმ განაცხადა: ”მნიშვნელოვანია სტუმრად გოლის გატანა, ჩვენ უნდა შევუტიოთ. ”მილანთან” მატჩი გვახსოვს. ახლა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვართ და უფრო დიდი მოტივაცია გვაქვს”.

”მოედანზე საუკეთესო მესის ვიხილავთ”

ხვალინდელი მატჩის უმთავრესი შეკითხვაა, ითამაშებს თუ არა მესი. ”ჩვენთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მოედანზე ყოფნა ფუნდამენტალურია. ის ძალიან მონდომებულია და დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე მესის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.